სასწავლო რესურსები

1. ვისწავლოთ მუხტებით შეკრება

რესურსი“ვისწავლოთ მუხტებით შეკრება“შევქმენი მათემატიკაში მეშვიდე კლასის მოსწავლეებისათვის.იმისათვის, რომ ყველა მოსწავლეს გაადვილებოდა შეკრება გამოვიყენე ეგრეთწოდებული დადებითი და უარყოფითი მუხტები, ამ აქტივობაში დავიხმარე  ჩემს მიერ გამზადებული სლაიდ-შოუ. ვიზუალიზაცია-ვერბლიზაციამ მეტი თვალსაჩინოება შემატა საკითხის შესწავლას და მოსწავლეებიც სწორ პასუხებს იძლეოდნენ.  ამ რესურსის დახმარებითა და საგაკვეთილო პროცესში გამოყენებით  ყველა მოსწავლეს გაუადვილდა  პასუხის სწორად გაცემა. 

  


2.
"შევამოწმოთ ჩვენი ცოდნა მთელი რიცხვების შეკრება-გამოკლებაში “  შევქმენი მათემატიკაში მეშვიდე კლასის მოსწავლეებისათვის
მთელ რიცხვებზე შეკრებ-გამოკლების  ცოდნის შესამოწმებლად, ამ რესურსის გამოყენებით დროის მოკლე ინტერვალში შევძელი მოსწავლეთა ცოდნის დონის დადგენა, დავალებები დავალაგე მარტივიდან რთულისაკენ, ბოლოსკენ კი წარმოვადგინე კომპლექსური დავალება, რითაც მოსწავლეები გავიდნენ მაღალ სააზროვნო უნარებზე, როგორიცაა:ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ტრანსფერი, საგანთა შორის კავშირები, თანამშრომლობა და კომუნიკაცია. 




რესურსი ,,გეომეტრიულ ფიგურებს შეუსაბამოთ სახელწოდებები“ შევქმენი მათემატიკაში V კლასის მოსწავლეებისათვის, როცა მათ შეისწავლეს უმარტივესი გეომეტრიული ფიგურები, დაამთავრეს წიგნის პირველი თავის შესწავლა. ამ რესურსის დახმარებითა და საგაკვეთილო პროცესში გამოყენებით მინდოდა მოსწავლეების დონე შემემოწმებინა, დამედგინა: რამდენად მზად არიან შემაჯამებელი  წერითი სამუშაოსათვის. ამ ასაკში უმრავლესობას უჭირს მსჯელობა, ასევე ახალ მასწავლებლებთან თავის გამოჩენა,  ამიტომ  მოსწავლეებს LearningApps-ში ჩემს მიერ შექმნილი რესურსი შევთავაზე,   რომლის გამოყენებითაც  მოსწავლეებმა დაინახეს თავისი შესაძლებლობები, მასწავლებელმა, მეც დავადგინე მათი ცოდნის დონე და მზაობა შემაჯამებელი სამუშაოსათვის კონკრეტულ თემაში.

რესურსი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://learningapps.org/watch?v=p0ig8ak8c19



მე-7 კლასში შემოგვაქვს  უარყოფითი რიცხვები, მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ წინა კლასში სხვადასხვა რიცხვითი სიმრავლეები და მათ უნდა შეძლონ ამ სიმრავლეების გარჩევა.  ვინაიდან, სიმრავლეების გაგება-სწავლა მოსწავლეებისთვის მხოლოდ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით არც თუ სახალისო პროცესს უკავშირდება, გადავწყვიტე, მოსწავლეთა მეტი დაინტერესებისთვის, მოტივაციის გაზრდისა და თვალსაჩინოებისთვის მომემზადებინა რესურსი -LearningApps-ის საშუალებით. სახელწოდებით  - „რაციონალური რიცხვები“

რესურსი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://learningapps.org/watch?v=pnpdpyzy319

5. „შევუსაბამოთ თანატოლთა ნამუშევრებს შესაბამისი შეფასება „

რესურსი“შესაბამისობის დავალება -„შევუსაბამოთ თანატოლთა ნამუშევრებს შესაბამისი შეფასება“ შევქმენი მათემატიკაში მოსწავლეებისათვის n-ური ხარისხის ფესვის და წრფივი უტოლობების ამოხსნის  ცოდნის შესამოწმებლად, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი  მოსწავლე ერთიდაიგივე შეცდომას უშვებდა, ამიტომ გადავწყვიტე თავი მომეყარა ამ გახშირებული შეცდომებისათვის და მოსწავლეებისთვის შემეთავაზებინა მათი თანატოლების ნაშრომებში ხარვეზები აღმოეჩინათ და შესაბამისი შეფასება შეესაბამებინათ მიცემული ტექსტებიდან.

ამ რესურსის გამოყენებით დროის მოკლე ინტერვალში შევძელი მოსწავლეთა ცოდნის დონის დადგენა. რითაც მოსწავლეები გავიდნენ მაღალ სააზროვნო უნარებზე, როგორიცაა:ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ტრანსფერი, საგანთა შორის კავშირები, თანამშრომლობა და კომუნიკაცია.




აღნიშნული რესურსი შედგება ორი ნაწილისგან:
პირველი ნაწილია ლამინირებული ფურცელი რომელზეც ცხრილში ჩაწერილია მოსწავლის მიერ შეცდომით შესრულებული სამუშაო, ხოლო მეორე ნაწილი კი წარმოადგენს ფერად ფურცლებზე ამობეჭდილ ტექსტებს, რომლითაც შეფასებულია მოსწავლეთა შეცდომები.  რესურსი შეიცავს 10 დავალებას, შესაბამისად შეფასების მაქსიმუმი ათქულიანი იქნება. მასწავლებელს წინასწარ აქვს სწორად მისადაგებული ტექსტების ნიმუში, რის საფუძველზეც მოახდენს ნაშრომთა შეფასებას. მოსწავლეებს შეუძლიათ პასუხები წარმოადგინონ დალაგებული წყვილების სახით. ვფიქრობ ,აღნიშნული რესურსი დაგეხმარებათ   გაკვეთილზე  მოსწავლეთა  მაქსიმალურ ჩართულობაში  და ინტერესით მიაღწიოთ დასახულ მიზანს.  

 6. მათემატიკური ლოტო
„სიდიდეებს შორის დამოკიდებულებები“
მათემატიკაში მათემატიკური ცნებების, განმარტებების ფორმულების, დამახსოვრება მარტივი არ არის, ეს პროცესი უფრო სახალისო და საინტერესო  რომ გამეხადა, ასევე შემემოწმებინა საკითხების ცოდნა როგორიცაა: სიდიდეებს შორის დამოკიდებულებები, ფუნქციების კლასიფიკაცია,  შევქმენი  თვალსაჩინოების მიზნით  ქაღალდის რესურსი ,,მათემატიკური ლოტო“









აღნიშნული რესურსი შედგება ორი ნაწილისგან:
პირველი ნაწილია ლამინირებული ფურცელი რომელზეც 12 უჯრიანი დანომრილი ცხრილია, სადაც ტექსტებია ჩაწერილი, მოსწავლეებს ვაძლევთ მარტივ ინსტრუქციას:
„დაკვირვებით წავიკითხოთ თითოეული წინადადება და შევარჩიოთ დაჭრილი ბარათ ებიდან(რომელიც რესურსის მეორე ნაწილს წარმოადგენს), სადაც ერთ მხარეს ალგებრული გამოსახულებაა ჩაწერილი, ხოლო მეორე მხარეს სურათის ნაწილია გამოსახული ერთ-ერთი ბარათი და ტექტს დავადოთ ისე, რომ სურათის მხარე ზემოდან აღმოჩნდეს“. თუ ჯგუფი, წყვილი ან ცალკეული მოსწავლე სწორად შეასრულებს დავალებას, აეწყობა სურათი: „ეიფელის კოშკი“, „პიზას კოშ
კი“ ან „ეგვიპტის პირამიდები“. შესაძლებელია მოსწავლემ ყველა შესაბამისობა ვერ გაარკვიოს სწორად და ყურადღება გადაიტანოს სურათის აწყობაზე, ამ შემთხვევაშიც მივიღებთ პასუხს, რადგამ მოსწავლე დაუკვირდება და რაც ვერ გაიხსენა ამ შემთხვევაში მიაქცევს ყურადღებას და შეეცდება დაიმახსოვროს.

7. „ნუმერაცია, რომელიც ისტორიიდნ მოდის“
მე-5 კლასში მოსწავლეები სწავლობენ დიდი რიცხვების ჩაწერა-წაკითხვას და მასთან ერთად ეცნობიან სვადასხვა რიცხვით სისტემებს, ნუმერაციას.  

ვინაიდან,  ამ საკითხის შესწავლის პროცესში დავინახე მოსწავლეთა დიდი ინტერესი: გაეცნნოთ სხვადასხვა რიცხვითი სისტემები. გადავწყვიტე მათთვის დამატებით მესწავლებია მსოფლიოში არსებული და ისტორიულად ცნობილი სხვადასხცვა ნუმერაციები. ნებისმიერი საკითხის შესწავლა  მოსწავლეებისათვის მხოლოდ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით არც თუ სახალისო პროცესს წარმოადგენს, ასევე  საგაკვეთილო პროცესის ეფექტური განხორციელების საუკეთესო საშუალებად მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენება მიიჩნევა და ამ მხრივ მოსწავლეთა განსაკუთრებულ ინტერესს სასწავლო პროცესში ელექტრონული რესურსებისა და საგანმანათლებლო თამაშების გამოყენება წარმოადგენს,  მოსწავლეთა მეტი დაინტერესებისთვის, მოტივაციის გაზრდისა და თვალსაჩინოებისთვის გადავწყვიტე მომემზადებინა რესურსი Powerpoint-ის საშუალებით სახელწოდებით_“ნუმერაცია, რომელიც ისტორიიდან მოდის“.


აღნიშნული რესურსის გამოყენება შესაძლებელია გაკვეთილის სამივე ფაზაზენაწილ-ნაწილ. აღნიშნული რესურსის გამოყენებისას აუცილებელია ვიდეოპროექტორი და კომპიუტერი. მოსწავლეთა მუშაობის ფორმების განსაზღვრა შეუძლია თავად მასწავლებელს,თუმცა, ვფიქრობ, საუკეთესო ფორმაა წყვილებში მუშაობა.
აღნიშნული რესურსი შედგება სლაიდებისაგან, სადაც მოსწავლეებისატვის დასმულ კითხვებს მოყვება სწორი ვარიანტიც, მოსწავლეები გზადაგზა ტთან ნახულობენ  და ამოწმებენ საკუთაარ პასუხებს.  ეს პროცესი მიმდინარეობს ინტერაქტიურად, რომელსაც მოსწავლეები მიყავს იქმდე, რომ მათ უნდა გააკეთონ დასკვნები, იმსჯელონ თითეულ ნუმერაციაზე, გამოიყენონ სხვადასხვა ნუმერაციები, შეადარონ და შეარჩიონ საუკეთესოები, იმსჯელონ შერცეულის უპირატესობებზე, დაუკავშირონ ისტორიას.

ბოლო  სლაიდები შემაჯამებელ ფაზაზე შეიძლება გამოვიყენოთ. ისინი სახალისოა, ასევე ბოლო სლაიდით მოსწავლეებს ვაძლევთ საშინაო დავალებას, რომელიც გამომდინარეიბს მათი ინტერაქტიურობიდან.

ვინაიდან, მოსწავლეთა უმრავლესობას VII კლასში უჭირს მათემატიკური ენით მსჯელობა, ასევე ზოგიერთს ახალი გეომეტრიული დებულებების დასწავლა-დამახსოვრება, გაგება-სწავლა მოსწავლეებისთვის მხოლოდ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით არც თუ სახალისო პროცესს წარმოადგენს,  ასევე  საგაკვეთილო პროცესის ეფექტური განხორციელების საუკეთესო საშუალებად მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენება მიიჩნევა და ამ მხრივ მოსწავლეთა განსაკუთრებულ ინტერესს სასწავლო პროცესში ელექტრონული რესურსებისა და საგანმანათლებლო თამაშების გამოყენება წარმოადგენს, ამიტომ გადავწყვიტე დავხმარებოდი მოსწავლეებს სხვაგვარადაც, შემექმნა learningapps-ში რესურსი სახელწოდებით_,,მათემატიკური ენით მსჯელობა“
რესურსის მიზანია:  მოსწავლეებმა შეამოწმონ,განიმტკიცონ გეომეტრიაში საწყისი ცნებებისა და დამოკიდებულებების  ცოდნა.

რესურსი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

No comments:

Post a Comment